სასწავლო თემის ავტორი
| ||
სახელი და გვარი
|
აზა დავითულიანი
| |
რაიონი
|
ცაგერი
| |
სკოლა
|
ჩხუტელის საჯარო სკოლა
| |
ქალაქი
| ||
თემის
მონახაზი
| ||
თემის დასახელება
| ||
წითელქუდა
| ||
თემის შინაარსი
| ||
პროექტში მოსწავლეები
იძიებენ წითელქუდას სხვადასხვა ვერსიებს და ამოარჩევენ საუკეთესოს ,შეისწავლიან
ახალ ლექსიკას ,დააკვირდებიან მოვლენების აანვითარებას და პერსონაჟსთა
მოქმედებებს, შექმნიან სცენის დიზაინს, კოსტიუმებს,კომპიუტერის საშუალებით
მოიძიებენ ზღაპრის შესაბამის ინფორმაციებს და დადგამენ სპექტაკლს
| ||
საგანი
| ||
ინგლისური
| ||
დონე/კლასი
| ||
საბაზო- VII
კლასი
| ||
განხორციელების დროის ჩარჩო
| ||
1 თვე
| ||
თემის საფუძვლები
| ||
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
| ||
| ||
მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
| ||
მოსწავლეები შეძლებენ
გამოიყენონ წაკითხულის გაგების სტრატეგიები,სხვადასხვა შეფასების ინსტრუმენტების
მოკლე მონახაზი. შეკითხვების დასმა ხდება მთელი პროექტის განმავლობაში.
მოსწავლეები შეადარებენ და დააპირისპირებენ ზღაპრებს სხვადასხვა ქვეყნის მსგავს
თემატიკასტან, განსაძღვრავენ, როგორ ზეგავლენას ახდენს კულტურა ზღაპარზე.
| ||
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
| ||
ზოგადი კითხვა
|
გავს თუ არა
ცხოვრება ზღაპარს?
| |
თემატური კითხვები
|
როგორ წარმოგიდგენის
თანამედროვე წითელქუდა?
| |
შინაარსობრივი კითხვები
|
რა არის ზღაპრის მთავარი სათქმელი?
| |
შეფასების გეგმა
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
შეფასების დროის ჩარჩო
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
გამოუმუშავდებათ
კვლევა ძიების თანამშრომლობის, პასუხისმგებლობის უნარები,კრიტიკული აზროვნება.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
სხვა
საკითხები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
საბაზისო
უნარ-ჩვევები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
კვლევის უნარი
თანამშრომლობის
უნარი.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
სასწავლო
პროცედურები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
სასწავლო პროცედურ
ზღაპარ წითელქუდას სხვადასხვა ვერსიების გაგება და მუშაობა ერთ-ერთ ვერსიაზე.
პირველი
კვირა
დასვით ზოგადი შეკითხვა, რამდენად რეალურია
„ცხოვრება გავდეს ზღაპარს“?
პირველ რიგში გაარკვიეთ, თუ
იცის ყველა მოსწავლემ წითელქუდას ამბავი, წიგნში წაუკითხავთ, თუ ფილმი უნახავთ. უმრავლესობას ეცოდინება. მათ ვისაც არ სმენია
წითელქუდას ამბავი, შემდეგი აქტივობის ფარგლებში ჯერ დამკვირვებლის როლი მიეცით. მოსწავლეები
წყვილში იმუშავებენ.
თავდაპირველად ერთმანეთს, ხოლო შემდეგ სხვა წყვილებს გაუზიარებენ ზღაპარს. მოსწავლეები შეთანხმდებიან გარკვეულ
საკითხებზე, ხოლო ზოგჯერ განსხვავებული აზრი ექნებათ. მოცემული აქტივობა მოსწავლეებს
საშუალებას მისცემს, განიხილონ თუ როგორ განსხვავებულად ვითარდება და განიმარტება წითელქუდას ზღაპარი. ხმამაღლა წაიკითხონ და გაარჩიონ ზღაპრის ელემენტები. ილუსტრირება გაუკეთონ,
თუ როგორ როლს თამაშობს ზღაპრის განვითარებაში ფანტაზია და რეალიზმი. ერთმანეთს გაუზიარონ კონცეფციის ხედვა ამბის თხრობისას. შედეგ დასვან პროექტის
შეკითხვა, როგორ წარმოგიდგენიათ თანამედროვე წითელქუდა? უამბეთ
მოსწავლეებს, რომ არსებობს წითელქუდას მრავალი ვერსი, რომლის წაკითხვის
შესაძლებლობა გააჩნიათ.
მეორე კვირა
მოსწავლეები გამოიყენებენ იგივე პროცედურებს წითელქუდას
სხვადასხვა ვერსიის შესადარებლად. შეაგროვეთ ინფორმაცია მოსწავლეების მრავალფეროვან ინტერესებსა და
მოთხოვნილებებზე, უზრუნველყავით
სხვადასხვა სირთულის საკითხავი მასალით წაკითხულის გააზრების უნარის გასაუმჯობესებლად. მოსწავლეებმა გამოიყენებენ ვენის
დიაგრამა, პეროს წითელქუდას ვარიანტის,
ამავე ზღაპრის სხვადასხვა ვერსიასთან შესადარებლად და შესაპირისპირებლად. ერთად მომუშავე ჯგუფებმა შექმნან მულტიმედიური
პრეზენტაცია, სადაც წითელქუდას სხვადასხვა ვერსიის შედარებითი და
შეპირისპირებითი ანალიზი გაკეთდება. დაარიგეთ და განიხილეთ პრეზენტაციის რუბრიკა, მუშაობისას მოსწავლეების პროგრესის
შესამოწმებლად. პრეზენტაციის რუბრიკა შეიძლება გამოიყენოთ პრეზენტაციების
ფორმალურად შეფასებისათვის.
მესამე და
მეოთხე კვირა
დასვით პროექტის შინაარსობრივი
შეკითხვა, რა არის ზღაპრის მთავარი სათქმელი? განიხილეთ ზღაპრის მთავარი აზრის მნიშვნელობა. დაყავით მოსწავლეები პატარა
ჯგუფებად და გაუნაწილდეთ როლები (წითელქუდა, მგელი, ბებია,
წითელქუდას მამა, ციყვი, ტყის ფრინველები და მთხრობელი ). ჯგუფებში მოსწავლეები
განიხილავენ, როგორ ზეგავლენას ახდენს
ზღაპარი მათზე. მოსწავლეებს აუხსენით,
რომ სამუშაო ჯგუფური იქნება - მათი დავალებაა ბლოგის ან მოთხრობის სახით დაწერონ წითელქუდას ამბავი თითოეული პერსონაჟის თვალთახედვით. დაურიგეთ ბლოგის, ან მოთხრობის რუბრიკა
მოსწავლეებს წერის პროცესში.
მოსწავლეები დაგეგმავენ მოთხრობის იდეებს გრაფიკული დამგეგმავით, სიით, დროის ჩარჩოთი, ჩანახატით ან ნებისმიერი
ტექნიკით, რომელიც მათთვის მოსახერხებელია. თვალყური ადევნეთ მათ ჯგუფურ მუშაობას, დაუსვით კითხვები და გამოიყენეთ მოკლე ჩანაწერები პროგრესის
მონიტორინგისთვის. ჩანაწერები,
ასევე, გამოგადგებათ სასწავლო პროცედურების დაგეგმვისას, თანამშრომლობის და
თვით-ორიენტირების უნარ-ჩვევების სწავლებაში.
მას შემდეგ, რაც მოსწავლეები
ჩამოაყალიბებენ თავიანთი მოთხრობის პირველად იდეას, გადახედეთ მთხრობელის პოზიციის გადმოცემის
ლიტერატურულ ხერხებს და მოსწავლეებს მიუთითეთ საჭირო ცვლილებების
შესახებ. მოსწავლეები
დაყავით მცირე ჯგუფებად, გადაანაწილეთ
როლები, შეარჩიეთ კოსტიუმები და დაიწყეთ მუშაობა სპექტაკლზე.
|
დიფერენცირებული სწავლება
|
||
|
სპეციალური საჭიროებები
|
·
შექმენით
მოდიფიკაციები მოსწავლის IEP-ში (ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაში);
·
გამოიყენეთ
ჯგუფური მუშაობის ტექნიკა;
·
უზრუნველყავით
მოსწავლეები სხვადასხვა ნაწერითა და ზეპირი ინსტრუქციებით;
·
იმუშავეთ
მშობელთან, ან მასწავლებლის თანაშემწესთან დამატებითი დახმარებისთვის;
·
გამოიყენეთ
მასწავლებლის მიერ შექმნილი ნიმუშები მოსწავლეების მუშაობის წარმართვისთვის;
გამოიყენეთ
დადებითი უკუკავშირი თითოეული დავალების შესრულების შემდეგ.
|
|
არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის
სწავლების ენა არ არის მშობლიური)
|
·
მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარონ წითლქუდას ზღაპარი საკუთარი კულტურიდან;
·
გამოიყენონ
ჯგუფური მუშაობის ტექნიკა;
·
გამოიყენონ ვიზუალური თვალსაჩინოებები და
ილუსტრაციები,
ლექსიკისა და შინაარსის გაგების გასავითარებლად;
წაახალისონ ინგლისური ენის მცოდნე მოსწავლეები,
დაეხმარონ დანარჩენ მოსწავლეებს.
|
|
მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
|
·
მოსწავლეებმა
შექმნან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წითელქუდას ზღაპრის პერიოდიკა;
·
მოსწავლეებმა
წინასწარ განსაზღვრონ, როგორ განვითარდება წითლქუდას ზღაპარი 2025 წლისთვის და დაწერონ მომავლის წითლქუდას ამბავი სხვადასხვა
კულტურულ ჭრილში;
·
წაახალისეთ
მოსწავლეები შექმნან წითელქუდას მულტიკულტურული დაფა;
მოსწავლეებმა დაწერონ ესე, რატომ არ არის კონკიას ზღაპარი ,,ნამდვილი’’.
|
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები
|
ტექნოლოგია – ტექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა) |
||
ფოტოკამერა
კომპიუტერი
(ები)
ციფრული კამერა
DVD ფლეიერი
ინტერნეტკავშირი
|
ლაზერული დისკი
საბეჭდი მანქანა/პრინტერი
პროექტორი
სკანერი
ტელევიზორი
|
VCR, ვიდეო
ვიდეოკამერა
ვიდეო საკონფერენციო
აღჭურვილობა.
|
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
|
||
მონაცემთა ბაზა/ცხრილები
საგამომცემლო პროგრამები
ელფოსტის პროგრამა
ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
|
ფოტო/სურათების დამუშავება
ინტერნეტძიება
მულტიმედია
|
ვებგვერდის შექმნა
ვორდის პროგრამა
|
ბეჭდვითი მასალები
|
შეგიძლიათ იხილოთ ბიბლიოგრაფიის ჩანართში
|
ინვენტარი/მასალები
|
კომპიუტერი და დამხმარე ლიტერატურა
|
ინტერნეტრესურსები
|
იხილეთ საავტორო უფლებების
ჩანართში
|
სხვა რესურსები
|
ექსპერიმენტები, მოწვეული სტუმრები,
მოსწავლეები სხვა ჯგუფებიდან, ადგილობრივი თემის/საზოგადოების წარმომადგენლები,
მშობლები და ა.შ.
|
No comments:
Post a Comment